KIMA — თქვენი ვებსაიტის ტექნიკური პარტნიორი

თქვენ მართეთ ბიზნესი.
საიტის ტექნიკურ მოვლაზე ჩვენ ვიზრუნებთ.

განახლებები, სარეზერვო ასლები, მონიტორინგი და ხარვეზების მოგვარება — თქვენი საიტის საჭიროებებზე მორგებული გეგმით.

გეგმური
ტექნიკური მოვლა
24/7
ავტომატური მონიტორინგი
გაიგეთ მეტი

ვებსაიტის ტექნიკური მომსახურება

მოვლა, შემოწმება და გაუმჯობესება ერთ პროცესში. სამუშაოების მოცულობას თქვენი საიტის მდგომარეობისა და ბიზნესის საჭიროებების მიხედვით ვადგენთ.

ტექნიკური აუდიტი

ვადგენთ საიტის მდგომარეობას და სამუშაოებს ვანაწილებთ პრიორიტეტების მიხედვით.

  • პლატფორმისა და ჰოსტინგის შემოწმება
  • ფორმების, ბმულებისა და ძირითადი ფუნქციების ტესტირება
  • პრობლემების სია და სამუშაოების გეგმა

განახლებები და უსაფრთხოება

ვუვლით საიტის პროგრამულ ნაწილს და ვამცირებთ ტექნიკურ რისკებს.

  • სარეზერვო ასლი ცვლილებამდე
  • შეთანხმებული განახლებები და თავსებადობის შემოწმება
  • წვდომებისა და უსაფრთხოების პარამეტრების გადახედვა

სარეზერვო ასლები და აღდგენა

ვგეგმავთ მონაცემების დაცვას და საჭიროების შემთხვევაში საიტის აღდგენას.

  • ფაილებისა და მონაცემთა ბაზის ასლები
  • ცალკე საცავში შენახვა, სადაც პლატფორმა იძლევა ამის საშუალებას
  • აღდგენის შემოწმება პაკეტის პირობების შესაბამისად

მონიტორინგი და ხარვეზების მოგვარება

ვაკვირდებით საიტის ხელმისაწვდომობას და ვრეაგირებთ შეთანხმებული პრიორიტეტით.

  • ავტომატური მონიტორინგი დღე-ღამის განმავლობაში
  • SSL სერტიფიკატისა და დომენის ვადების კონტროლი
  • ინციდენტის შეფასება და მოქმედებების ანგარიში

სისწრაფე და ტექნიკური SEO

ვაუმჯობესებთ ჩატვირთვას და საძიებო სისტემებისთვის საიტის ტექნიკურ გამართულობას.

  • სურათებისა და ქეშირების ოპტიმიზაცია
  • მობილური ვერსიისა და Core Web Vitals-ის შეფასება
  • ინდექსაციის, მეტამონაცემებისა და გადამისამართებების შემოწმება

შინაარსისა და ფუნქციების განახლება

ვათავსებთ თქვენს მასალებს და ვასრულებთ მცირე ცვლილებებს შეთანხმებული საათების ფარგლებში.

  • ტექსტების, სურათებისა და საკონტაქტო ინფორმაციის განახლება
  • ფორმებისა და არსებული გვერდების მცირე ცვლილებები
  • შესრულებული სამუშაოებისა და დახარჯული დროის აღრიცხვა

პრობლემა

რა რისკებს ქმნის მოუვლელი ვებსაიტი

ვებსაიტი რჩება უყურადღებოდ

ინფორმაცია ძველდება

ტექნიკური შეცდომები აზიანებს სანდოობას

ტექნიკური პრობლემები ძიებაში ხილვადობას ამცირებს

გადაწყვეტა

ვაკვირდებით თქვენი ვებსაიტის მდგომარეობას, ვასწორებთ ხარვეზებს და გაუმჯობესებებს გეგმურად ვასრულებთ.

აირჩიეთ მომსახურების მოცულობა

საწყისი შეთავაზება ერთი საიტისთვის. მოცემული ფასები საორიენტაციოა; საბოლოო ღირებულება და პირობები აუდიტის შემდეგ, წერილობით თანხმდება.

პაკეტები იტვირთება...

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი, 10:00–18:00, თბილისის დროით, ოფიციალური უქმე დღეების გარდა. პასუხის ვადა ნიშნავს პირველ შეფასებას; გამოსწორების ვადა შეფასების შემდეგ განისაზღვრება.

ფასში არ შედის ჰოსტინგი, დომენი, ფასიანი ლიცენზიები და ახალი ფუნქციების მსხვილი პროექტები. გადასახადების ჩათვლით საბოლოო თანხა აისახება შეთავაზებაში. დამატებით სამუშაოს მხოლოდ წინასწარი შეფასებისა და თქვენი თანხმობის შემდეგ ვიწყებთ.

საორიენტაციო დამატებითი ტარიფი: 80 ₾/საათიდან. ერთჯერადი აუდიტი — 150 ₾-დან; დაზიანებული საიტის აღდგენა და მიგრაცია ფასდება ინდივიდუალურად.

როგორ ვიწყებთ თანამშრომლობას

  1. 01

    გავიცნოთ თქვენი საიტი

    გვიგზავნით საიტის მისამართს, პლატფორმას და პრობლემების აღწერას. ვათანხმებთ აუდიტის მოცულობასა და ფასს.

  2. 02

    შევთანხმდეთ გეგმაზე

    იღებთ აუდიტის შედეგებს, პრიორიტეტებს, სამუშაო საათების ლიმიტს და მომსახურების წერილობით პირობებს.

  3. 03

    მოვამზადოთ მომსახურება

    ვაწყობთ დაცულ წვდომებს, სარეზერვო ასლებსა და მონიტორინგს; ვაფიქსირებთ საწყის მდგომარეობას.

  4. 04

    ვიმუშაოთ და გავზომოთ

    ვასრულებთ გეგმურ მოვლას, ვმართავთ მოთხოვნებს და ყოველ თვე გაწვდით სამუშაოებისა და დარჩენილი საათების ანგარიშს.

ხშირად დასმული კითხვები

მონიტორინგს, შეთანხმებულ განახლებებს, სარეზერვო ასლებს, ხარვეზების შეფასებასა და მცირე ცვლილებებს პაკეტის საათების ფარგლებში. თანამშრომლობის დაწყებამდე აუდიტით განვსაზღვრავთ ზუსტ მოცულობას.